პოლიტიკა
რასმუსენი მოუწოდებს ყველა პარტიას საქართველოში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების მისაღწევად იმუშაონ

1-gemdivani-pol3თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ეს მიმართვა ნატოს გემდივანმა სოციალური ქსელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა და კიდევ ერთ ჩანაწერში აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ხაზი გაუსვა ნატოს მხარდაჭერას საქართველოსთვის.

ხსენებული ჩანაწერი ანდერს ფოგ რასმუსენმა პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ, 12 ნოემბერს, პრაღაში საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, კერძოდ კი, პოლიტიკური ოპონენტების დაკავების გამო და აღნიშნა, რომ „არსებობს სტანდარტები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ“.