სამართალი
„ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს“

1-axalaia-samarTali3თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ახალაიების ოჯახი მიმართვას ავრცელებს, რომ მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ბაჩო ახალაიას დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან.

„დიდი სტრესისა და მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი არა მხოლოდ ბაჩოსთვის თავისუფლების აღკვეთის გამო, აგრეთვე, იმ მტკივნეული და შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს და ბაჩო ახალაიას წარმოაჩენს სრულიად ანტიპოდს იმისას, რასაც რეალურად მისი მრწამსი, ბუნება, მსოფლმხედველობა და ხასიათი განაპირობებს“, – აღნიშნულია მიმართვაში და მადლიერებაა გამოთქმული მათ მიმართ, ვინც არ დაიჯერა ბინძური შავი პიარის და ამ დღეებში გვერდში დგომით ამხნევებს ოჯახს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს, სადაც აღნიშნავს, რომ ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მას უგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მოგებული არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით. 
როლანდ ახალაია კბილაშვილისადმი მიმართვაში ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რომ ხელთ აქვს მტკიცებულებები და ითხოვს გამოძიების დაწყებას.