კბილაშვილი: „წამების ახალ ეპიზოდს ორშაბათს მოვისმენთ“
თბილისი, 12 ნოემბერი,
საქინფორმი. წამების ახალი ეპიზოდის მოსმენის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა შაბათს ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თემა, რომელიც დღეს გაცხადდება, ისევ წამებას უკავშირდება.
„რა ეპიზოდიც გახდა მათი დაკავების საფუძველი, ეს სრულიად საკმარისი იყო დასაკავებლად, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის. მეორე დღეს საზოგადოებამ მოისმინა ახალი ეპიზოდის შესახებ. ორშაბათს კიდევ ახალ ეპიზოდს მოვისმენთ”, – განაცხადა კბილაშვილმა. მთავარმა პროკურორმა საქმესთან დაკავშირებული კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი „ეპიზოდების უამრავი რაოდენობა არის“.