პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია

1-biZina-politika1თბილისი, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  12-13 ნოემბერს  შეხვედრებია დაგეგმილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან. შეხვედრა, ასევე, გაიმართება ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

14 ნოემბერს კი დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან.