სამართალი
ოქრუაშვილმა ადეიშვილს კბილები ჩაუმტვრია!

1-oqro-adoთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ინტერნეტგამოცემა „intermedia.ge“-ს ცნობით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მყოფ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს წუხელ დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა ადეიშვილს რამდენიმე კბილი ჩაუმტვრია და ცხვირიც „შეულამაზა“.

უცნობია, საიდან გახდა ცნობილი ოქრუაშვილისთვის ადეიშვილის ადგილსამყოფი. ზურაბ ადეიშვილს ვენაში ძვირადღირებული აპარტამენტი აქვს დაქირავებული, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა, ცხოვრობს. ასევე, უცნობია, კონკრეტულად, რა საუბარი შედგა სააკაშვილის ყოფილ მინისტრებს შორის; ითხოვდა თუ არა რამეს ოქრუაშვილი ადეიშვილისგან, თუ მხოლოდ შურისძიება ამოძრავებდა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს დაპატიმრებულ ირაკლი ოქრუაშვილს პირადად სტუმრობდა ზურაბ ადეიშვილი.