პოლიტიკა
თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. იაკობაშვილის განმარტებით, მისი მისია და საქმიანობა ამოიწურა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მედიასაშუალებებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლამ ცვლილებები გამოიწვია დიპლომატიურ კორპუსშიც, თუმცა კვლავაც ხაზს უსვამს, რომ ეს არ ეხება დიპლომატების უმეტესობას.