პოლიტიკა
თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი, რომელმაც ავღანეთში „ISAF“-ის მისია დაასრულა, წუხელ ღამით სამშობლოში დაბრუნდა. ბატალიონის ბოლო ნაკადს 246 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.