სამართალი
ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას სასამართლო დღეს გაიმართება

1-Tbilisis-sasamarTloთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი გაიმართება. სამივე ბრალდებულს სისხლის სამართლის 333-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულისთვის აქვს ბრალი წაყენებული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თუმცა ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მისი ადვოკატების ცნობით, საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალი მათ გუშინ წარედგინათ. 24 საათის განმავლობაში კი მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძების სახით, სავარაუდოდ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ.

ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას სასამართლო პროცესი დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.