საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან კოპლატაძე ხელფასების გაორმაგებას გამორიცხავს, რის მიზეზადაც ფინანსური შესაძლებლობების არარსებობას ასახელებს. ამასთან, კოპლატაძის განმარტებით,1-ლი ივლისიდან სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, მძღოლებს 16%-ით გაეზარდათ ხელფასები და კომპანიამ ამ მიზნით 8 მლნ ლარი გამოყო.
გუშინ საღამოს მძღოლებმა პროკურატურაში შეიტანეს განცხადება, სადაც ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ, ვინც მათ უმძიმესი შრომითი პირობები შეუქმნა.
საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლები კი მძღოლებს გაფიცვის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, მძღოლების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილება და ნაწილი დაკმაყოფილდება კიდეც.