აქტუალური
საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადაიდო

1-mgaloblishviliთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ნატოში გეგა მგალობლიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მგალობლიშვილის განმარტებით, საქართველოს ნოემბრის ბოლოს ნატოს წევრი 28 ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელი უნდა სწვეოდა, თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ალიანსის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ვიზიტის გადადების შესახებ. როდესაც ამ მასშტაბის ღონისძიების გადადება ხდება, ბუნებრივია, ის უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

მგალობლიშვილის თქმით, ეს საკითხი მომავალ კვირას განიხილება.