საზოგადოება
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გაფიცვებზე კომენტარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური კომისია შეიქმნება.
„ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ შრომითი ურთიერთობების მედიატორი გახდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტური მექანიზმი იქნება იმისათვის, რომ დარეგულირდეს ეს ურთიერთობები“, – აღნიშნა მინისტრმა.