პოლიტიკა
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონი ვერვერი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. პრეზიდენტმა მას, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობა და თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებში კვლავაც გაგრძელდება.
გუშინვე შედგა საქართველოს პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მელანი ვერვეერთან შეხვედრა. ვერვეერმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და ქვეყნის განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქალთა როლზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში.
ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღოს რჩევები, რათა საქართველოში ქალის როლი კიდევ უფრო გაძლიერდეს.