პოლიტიკა
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც ამერიკელი დიპლომატები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას აღნიშნავდნენ, ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე იმყოფებოდა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები შემდგომშიც გაღრმავდება.