აქტუალური
ბესელია: „პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია“

1-besselia-aqtua3თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, უმრავლესობის პოლიტიკური ოპონენტების განცხადებები ბაჩო ახალაიას პოლიტიკური ნიშნით დაკავების შესახებ ღიმილისმომგვრელია.

„ხელშეუხებელი არავინ არის, როცა ადამიანი კანონდარღვევას სჩადის, პასუხსაც აგებს. პოლიტიკურ დევნაზე საუბარი კი ღიმილისმომგრელია“, – აღნიშნა მან.

ბესელიას თქმით, პოლიცია, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები იმისთვის არსებობს, რომ კონკრეტული ფაქტები გამოიძიონ.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ  რადგანაც დღეს ახალაია თანამდებობაზე არ არის, მისი დაკითხვა არ შეიძლება, ძალიან ცდება, რადგან ათასობით ადამიანის უფლებების შელახვა რომ ხდებოდა, ამაზე პასუხი არავინ უნდა აგოს?“, – კითხულობს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის მდივანი და იქვე დასძენს, რომ „გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს“.