პუბლიკაციები
არის თუ არა საქართველო პოლიციური სახელმწიფო?

 2010 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს “РИА Новости” კორესპოდენტ დიმიტრი ვინოგრადოვთან ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიციამ გარდატეხა მოახდინა საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, რომ დანაშაულის რაოდენობა კატასტროფულად დაეცა, ხოლო მომხდარი დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები არნახულად მაღალია. ყოველივე აქედან გაკეთდა დასკვანა: “თუ ამას დავუძახებთ პოლიციურ სახელმწიფოს, მაშინ ვამაყობ, რომ საქართველოში პოლიციური სახელმწიფოა აშენებული”.

ვერაფერს იტყვი, საკმაოდ თამამი და პირდაპირი განცხადებაა, რომელიც აუცილებლად წარმოშობს კითხვებს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. როგორი სახელმწიფო აშენდა საქართველოში, სამართლებრივი თუ პოლიციური? კითხვა უკვე რიტორიკული ხასიათისაა.

საქართველოში მოქმედი სახელისუფლო გუნდის ცნობილი პოლიტიკური სახეები და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პირიქით, კატეგორიულად გამორიცხავენ საქართველოში პოლიციური სახელმწიფოს არსებობის ნასახსაც კი. მათი აზრით, საქართველოში შენდება დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს რეფორმები სახელმწიფო ხელისუფლების, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის სფეროებში და ამის დასტურად ხშირად მიუთითებენ უცხოელი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ცალკეულ გამონათქვამებს, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახდა ასეთი ყელმოღერება დღეს.

2006 წელს გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნდა ჩემი ვრცელი ანალიტიკური წერილი, სადაც შეშფოთებით ვწერდი იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყოლოდა საქართველოში გამოცხადებულ ახალ პოლიტიკურ კურსს (ლოზუნგები: “ყველა დამნაშევე ციხეში,” “ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავის მიმართ,” “მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა” და ა.შ).

სამწუხაროდ, პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლებმაც უფრო დაამძიმა ისედაც რთული ვითარება და დღის წესრიგში დადგა კითხვა: საით მივდივართ და როგორი სახელმწიფო შენდება საქართველოში: სამართლებრივი თუ პოლიციური?

საქართველოში ბოლოხანს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო სათუოს ხდის ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოლიტიკური კურსის მართებულობას. ამ წერილში ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ ზოგიერთ აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რაც ასე აღელვებს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს უცხოელ კეთილისმყოფელებს.

მაშ ასე, დავიწყ��