სამართალი
თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. წუხელ, 20.30 საათზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით.
ბაჩო ახალაია შეთანხმებულ დროს პროკურატურაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. როგორც მან შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის მზად არის, ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს. ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე მივიდა. თუმცა ერთი საათის შემდეგ მისმა მეგობრებმა ჩათვალეს, რომ დაკითხვის პროცესს ადვოკატიც უნდა დასწრებოდა. ბაჩო ახალაიას ადვოკატირებას დავით დეკანოიძე უწევს.მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, განცხადებით, საქმე ეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს.საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.
ბაჩო ახალაიას დაკითხვა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის ინფორმაციით, ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.