საზოგადოება
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მისი თქმით, უწყების საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხია, 2014 წლისთვის მომზადდეს და ჩატარდეს სრულყოფილი დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელებასა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადახედვას.
დავით ნარმანიამ კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული მასალები არ იძლევა ზარალის სრულ სურათს და უკვე დღეიდან სამუშაო ჯგუფები მიევლინება კახეთში ზარალის ზუსტად დასათვლელად, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჩართავს.