საზოგადოება
2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა

1-usup-sazთბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს, პარლამენტში განსახილველად შევიდა. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომას განუცხადა, პროექტი მთავრობამ პრეზიდენტის თანხმობით, ანუ მისი ხელმოწერით, წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მცირდება.

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის ბოლო ვადა იყო.