საზოგადოება
„News.ge“-ს ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, რომ ის 32 პროცენტი, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა გაფიცულებს ჰპირდება, პრემიალური სისტემის გაუქმების, კერძოდ, პრემიის 21%-ის ჩამოჭრის ხარჯზე მოიმატებს და, ფაქტობრივად, ადმინისტრაცია მათ ხელფასს 11%-ით მომატებას სთავაზობს.
„თანამშრომელთა ნაწილმა დაიწყო მუშაობა, ნაწილი კი გაფიცვას აგრძლებს. მათ ადმინისტრაციას მოთხოვნები წაუყენეს. ჩვენი პოზიცია მათი მოთხოვნების მიმართ უკვე დავაფიქსირეთ – ჩვენ მათ ხელფასების 32-პროცენტიან ზრდას დავპირდით“, – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურელი მაღაროელები უკვე სამ კვირაზე მეტია, გაფიცული არიან.