საზოგადოება
დაპირისპირება ნიგვზიანში

1-nigvz-sazogadoeba3თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივი ქრისტიანი ოჯახები და ჩამოსახლებული მუსლიმანი აჭარლები ერთმანეთს  რელიგიურ ნიადაგზე დაუპირისპირდნენ. ქრისტიანების განმარტებით, თურქი მოქალაქის დაფინანსებით სოფელში გააკეთეს სამლოცველო, რომლის წინააღმდეგია  სოფლის ქრისტიანული მოსახლეობა და  ამბობენ, რომ  სახლის მეპატრონესთან შეხვედრის მომხრეებიც არიან. მათი თქმით, გასულ წელსაც წამოიწყეს მშენებლობა, მაგრამ შეაჩერებინეს, წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე ხმების სანაცვლოდ მუსლიმან აჭარლებს  მეჩეთის აშენებას დაჰპირდა.

ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და მთავრობას მოუწოდა, ადგილზე გაეცნოს პრობლემებს და ვითარების განსამუხტავად შესაბამისი ზომები მიიღოს. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს. „ჩვენ მოვისმინეთ მურმან დუმბაძის განცხადება, რომელიც არის აღმაშფოთებელი და ვფქირობთ, სწორედ ეს გახდა და შეიძლებოდა გამხდარიყო ტონის მიმცემი იმ დაპირისპირებისთვის, რომლიც ნიგვზიანში ხდება“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.