საზოგადოება
„ანტრესთან“ ჩხუბში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ

1-antreთბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. რესტორან „ანტრეში“ დაწყებული ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა და ქუჩაში გადმოინაცვლა. რესტორნიდან 40-მდე ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო გზაც და პატრულის 20-მდე ეკიპაჟი ცდილობდა მოჩხუბრების განეიტრალებას.
„რუსთავი 2“-თან საუბარში თვითმხილველები ჰყვებიან, როგორ იყვნენ ჩხუბში ჩართული ქალებიც. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებითაც უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც დაზარალებულები ამ დრომდე გადიან მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში. მასობრივი ჩხუბის განეიტრალებას პატრულის ათობით ეკიპაჟი ცდილობდა.
ცნობილია, რომ ჩხუბში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. როგორც „თბილისის ფორუმზე“ ვრცელდება ინფორმაცია, არსებობს ვარაუდი, რომ საელჩოს თანამშრომლები „ახალი რეალობის სადღეგრძელოს სვამდნენ“ ან ელჩს „გარკვეულ ინფოს გადასცემდნენ და ... გაიგდეს სპეცების საშუალებით“, „თუმცა საბოტაჟიც არ გამოირიცხება ნაცმოსგან“.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.