პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძეს წარადგენს
1-abaS-politika1თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის  საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ექსპერტი ზურაბ აბაშიძე იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მას მთავრობის კანცელარიაში დღეს, 15.00 საათზე, წარადგენს. ცნობისათვის: ზურაბ აბაშიძე 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2000-2004 წლებში კი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.