პოლიტიკა
აჭარის მთავრობა დამტკიცდა

1-aWaraaaaთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 13 ხმით არცერთის წინააღმდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდა. „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად ოთხი მინისტრი წარუდგინა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად VTB ბანკის აჭარის ფილიალის ყოფილი დირექტორი გიორგი თავართქილაძე დაინიშნა, ჯანდაცვის მინისტრად ამავე უწყების თანამშრომელი – ნუგზარ სურმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა „ფერმერთა სახლის“ მფლობელი ზაურ ფუტკარაძე, ხოლო  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა გია თავამაიშვილმა ჩაიბარა, რომელიც უწინ აჭარაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ხელმძღვანელობდა.

უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მთავრობის დამტკიცება მიულოცა, ხოლო მინისტრებს წარმატებები უსურვა.