საზოგადოება
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, მათ საქმიანობაში პრიორიტეტი იქნება საკითხი, თუ „რამდენად შეიძლება ტარიფების შემცირება და რა იქნება შემცირების მარჟა“, ასევე, გარემოს დაცვის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჰესების მშენებლობა.
გია ქავთარაძე ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების იურიდიული თვალსაზრისით გადახედვას აპირებს – რამდენად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები და როგორ შესრულდა ვალდებულებები.
მარიამ ვალიაშვილმა კი აღნიშნა, რომ პრიორიტეტი იქნება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ელექტრო და გაზმომარაგებაზე ხელმისაწვდომობა და ინვესტიციების შემოდინება.