საზოგადოება
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ გაუქმებული მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობა აღდგა და მასზე მაია ცქიტიშვილი დაინიშნა, რომელიც მუშაობას უკვე შეუდგა.
ცნობისათვის: სახელმწიფო კანცელარიის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, ამავე დროს, შეიძლება იყოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. იგი, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მისი დავალებით კოორდინაციას უწევს კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.შეგახსენებთ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პოსტი პეტრე მამრაძესა და კახა ბენდუქიძეს ეკავათ.
თანამდებობაზე დანიშვნამდე მაია ცქიტიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა.