სამართალი
თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. გენერალურ პროკურატურაში უკვე დაიწყეს განაცხადების მიღება ბიზნესმენებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად.
ამასთან, არჩილ კბილაშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს იუსტიციის მინისტრთან ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებით რეგიონებში პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით. ამიერიდან პროკურორების დანიშვნა რეგიონებში იუსტიციის სამინისტროდან გენერალური პროკურატურის კომპეტენციაში გადადის. „ვინც თვლის, რომ გახდა დანაშაულის მსხვერპლი, უფლებამოსილია, მოგვმართოს მთავარ პროკურორს. საუბარია ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც ადრე იქნა ჩადენილი, მაგრამ ამა თუ იმ გარემოების გამო პირი ამას ხმამაღლა ვერ აცხადებდა. ზუსტად არ ვიცი სტატისტიკური მონაცემებით, ამ წუთისათვის რამდენი განცხადება შემოვიდა, მაგრამ ერთი კვირის თავზე დაიწყება ყველა საქმის გამოძიება“, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.