სამართალი
„ვმუშაობთ ახლა ბიუჯეტის ცვლილებებზე, იმიტომ, რომ რაღაც საკითხები არის გადასახედი, ეს განსაკუთრებით შეეხება ჯანდაცვას, რადგან თანხა, რომელიც იყო გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით, არის სრულიად არასაკმარისი. ჩვენ შეიძლება დავზოგოთ გარკვეული თანხები სხვა მიმართულებებში, მაგრამ ჯანდაცვაზე უნდა გაიზარდოს დაფინანსება, რადგან ეს არის სფერო, რომელსაც ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. პრაქტიკულად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო მეორეხარისხოვანი“, – აღნიშნა სუბარმა.
მინისტრისავე განმარტებით, მართალია, არა დღეს, მაგრამ ამ საკითხს სხდომაზე აუცილებლად დააყენებენ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ გუშინ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ცხელ ხაზზე უკვე 1.100 ზარი განხორციელდა.