აქტუალური
შს მინისტრმა მოადგილეები წარადგინა

1-Rariba-aqtuuu2თბილისი, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მოადგილე წარადგინა. ღარიბაშვილის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილია, ხოლო მოადგილეები – ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი. შს მინისტრი დარწმუნებულია წარმოდგენილი გუნდის ეფექტიანობაში და სჯერა, რომ საზოგადოება შესაბამის შედეგსაც მალე იხილავს.

რაც შეეხება მეექვსე მოადგილეს, მინისტრის განცხადებით, „არსებული კანონმდებლობით, მეექვსე მოადგილე არის იგივე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამჟამად ეს თანამდებობა ვაკანტურია. იგეგმება კანონში გარკვეული ცვლილება და მოგვიანებით ცნობილი გახდება, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას“.

გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრულო პოლიციის ახალ შეფს დღეს დაასახელებს.