საზოგადოება
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობა ახალ ინიციატივას აყენებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეებად და წევრთა უმრავლესობით მათი წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ.
როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ეს, გარკვეულწილად, საპარლამენტო უმრავლესობის პროგრამის ნაწილია და სწორედ ამ პირობის შესრულებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მოთხოვნა უკვე წარადგინეს პარლამენტის ბიუროში.საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ დავით დარჩიაშვილის თქმით, „ სასურველია, საპარლამენტო უმცირესობიდან იყოს ნომინირებული თავმჯდომარე ასეთი ტიპის კომისიისა და, საერთოდ, უმცირესობა იყოს უმრავლესობაში მსგავს კომისიაში“.
ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ერთ-ერთი პირველი კი სანდრო გირგვლიანის საქმეს შეისწავლის.