სამართალი
„ჩვენ არ გვინდა ქირა, ჩვენ გვინდა თავშესაფარი!“

1-ultima-samarTaa3თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო, შეთანხმებისამებრ, სოციალურად დაუცველებს შეხვდა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების პასუხად, ბინის ქირის გადახდას დაჰპირდა. თუმცა რკინიგზის საავადმყოფოს ორსართულიან შენობაში განთავსებულ სოციალურად დაუცველთა ნაწილი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და შენობის დატოვებას არ აპირებს.

ისინი ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძაფრ საპროტესტო ფორმებს მიმართავენ.

სოციალურად დაუცველი კახაბერ ოდიშელიძე ამბობს: „ჩვენ არ გვინდა ქირა, არ გვინდა გირაო, ჩვენ გვინდა დროებითი თავშესაფარი. დღეს ორ საათამდე ან დაგვითმონ ეს შენობა, ან გამოგვიყონ სხვა შენობა, არ გვაქვს პრეტენზია, ან ვაგრძელებთ შიმშილობას, ვიწყებთ პირის ამოკერვას... თუ ესეც არ უშველის, ყინვაში, სიცივეში ქუჩაშიც გამოვალთ“.