სამართალი
თბილისი, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მოქმედ პროკურორებს მოუწოდა, სასამართლოებში დანიშნული საქმეების არსებითი განხილვა ორი კვირით შეაჩერონ.
კბილაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი უკანონო განაჩენების გადასინჯვაა და „ამ რეჟიმში არ შეიძლება, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნოს პირი, რომლის მიმართაც საქმის წამოწყება სამი-ოთხი თვის წინ დაიწყო და დღეს არსებითი განხილვის რეჟიმშია“. მისივე თქმით, ყველა ბრალდება ხელახლა გადაიხედება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ. თუმცა, ეს ღონისძიება არ შეეხება აღკვეთის ღონისძებებსა და ისეთ შემთხვევებს, როცა საპროცესო შეთანხმებით ადამიანი მოკლე ხანში უნდა გათავისუფლდეს.„ჩვენ ვაპირებთ უკანონო განაჩენების გადასინჯვას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ წლების წინ პირი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული, შესაძლებლობა მიეცემა, რომ განცხადების საფუძველზე მისი მსჯავრდების საკითხი გადაისინჯოს“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილის განცხადებით, ორი კვირის განმავლობაში დაინიშნებიან ახალი პროკურორები, რომლებიც აღნიშნულ საქმეებს გადახედავენ.