საზოგადოება
ვინ იქნებიან მინისტრთა მოადგილეები

1-mTavrobaaaთბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თავისი მოადგილეების კანდიდატურა წარუდგინა. წულუკიანის პირველი მოადგილე – დავით ჯანდიერი, ხოლო მოადგილე სანდრო ბარამიძე იქნება. ჯერჯერობით ვაკანტურია კიდევ ორი მოადგილის პოსტი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში თანამშრომელთა 95% სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, გათავისულებულებს კი წულუკიანი უშუალოდ განუმარტავს სამუშაოდან დათხოვნის მიზეზებს.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თავის მოადგილედ დავით შარაშიძე წარადგინა. კირვალიძე ყველა დეპარტამენტში შეხვედრების გამართვასა და საჭიროების შემთხვევაში მათ რეორგანიზაციას აპირებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი თავისი მოადგილეების ვინაობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

„ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ცნობით, შს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ ლევან იზორია მოიაზრება, რომელიც სამართალდამცველების განათლების დონის ამაღლებაზე იმუშავებს.