სამართალი
სუბარმა ციხის დირექტორები გაათავისუფლა

1-sozar-samarTaaa3თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა №1 დაწესებულება მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულია ხუთი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი და ერთი-ორი კიდევ შეიძლება გათავისუფლდეს. თუმცა, ბევრი ხელმძღვანელი უწინდებურად სისტემაში დარჩება.

ამავე დროს, დათხოვილი არიან გიორგი ტუღუშის მინისტრობისდროინდელი ყველა ციხის დირექტორები.

მინისტრის თქმით, მის მოადგილეებს – გიგა გიორგაძეს, სოფო ჯაფარიძესა და ირაკლი წერეთელს, რომლებსაც, სუბარის ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში უმუშავნიათ, დღეს ან ხვალ დაამტკიცებენ.