თბილისი, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. 28 ოქტომბერს აჭარის ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ დიპლომატიური მისიების, სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. სხდომაზე რეგისტრაცია 21-მა დეპუტატმა გაიარა.
სხდომა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძემ გახსნა. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებიდან ბარიერი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახეს. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო მანდატი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა : „ქართული ოცნება“ – 13, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 8 კანდიდატი.რეგლამენტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომას უმაღლესი საბჭოს უხუცესი წევრი ირაკლი ჯაში უძღვებოდა.
უმაღლესმა საბჭომ ოცდაერთივე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
დარეგისტრირდა „უმრავლესობის“ სამი და ერთი „უმცირესობის“ ფრაქცია:
„ქართული ოცნება“, თავმჯდომარე – აკაკი ძნელაძე;
„ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“, თავმჯდომარე – სულხან ღლონტი; „ქართული ოცნება – აჭარა“, თავმჯდომარე – ირაკლი ჯაში;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“", თავმჯდომარე – რობერტ ჩხაიძე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა დასახელდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ თანამდებობაზე ავთანდილ ბერიძე დაასახელეს, რომელიც 13 ხმით იქნა არჩეული.
„მინდა, მადლობა მოვახსენო კოლეგებს ესოდენ მაღალ პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და მხარდაჭერისათვის. მე და ჩემი გუნდი ვაპირებთ ვიმუშაოთ ხალხის კეთილდღეობისათვის. მჯერა, უმცირესობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობით უკეთესი შედეგები გვექნება საკანონმდებლო საქმიანობაში“, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
უმაღლესმა საბჭომ დავით ბაციკაძე ფარული კენჭისყრით აირჩია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, რომელიც ამ თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარამ“ დაასახელა.
გუშინვე უმაღლესმა საბჭომ დადგენილებით შექმნა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს კომისიები, განსაზღვრა მათი შემადგენლობა და კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები:
აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია განისაზღვრა 5 წევრით:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ – 2 წევრი,
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 წევრი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია განისაზღვრა 5 წევრით:
ფრაქცია „ქართული ოცნება“– 1 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ – 1 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“ 2 წევრი,
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 წევრი,
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია განისაზღვრა 5 წევრით:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ – 1 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“ 1 წევრი,
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 წევრი;
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია განისაზღვრა 5 წევრით:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“ 1 წევრი,
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 წევრი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია განისაზღვრა 5 წევრით:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 წევრი,
ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ – 1 წევრი,
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 წევრი.
დადგენილებით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობა.
აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია:
1. ანზორ თხილაიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“,
2. მერაბ აბაშიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“,
3. მედეა ვასაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
4. თემურ ბოლქვაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
5. მურმან ბერიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია:
1. გიორგი მასალკინი – ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“,
2. აკაკი ძნელაძე ფრაქცია „ქართული ოცნება“,
3. თემურ კახიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“,
4. ირაკლი ჯაში – ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“,
5. ასმათ დიასამიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია:
1. მედეა ვასაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
2. სულხან ღლონტი – ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“,
3. ალექსანდრე ჩიტიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
4. გიორგი მასალკინი – ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“,
5. პეტრე ზამბახიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია:
1. ალექსანდრე ჩიტიშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
2. ირაკლი ჯაში – ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარა“,
3. ჯემალ ფუტკარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
4. ეკატერინე თარგამაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
5. რობერტ ჩხაიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია:
1. ჯემალ ფუტკარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
2. სვეტლანა კუდბა – ფრაქცია „ქართული ოცნება“,
3. მერაბ აბაშიძე – ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“,
4. მიხეილ მჟავანაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
5. ირაკლი აბაშიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნა უმაღლესი საბჭოს ხუთივე კომისიის თავმჯდომარე: აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ანზორ თხილაიშვილი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გიორგი მასალკინი;
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – მედეა ვასაძე;
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ალექსანდრე ჩიტიშვილი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ჯემალ ფუტკარაძე.
სხდომაზე მასმედიის წარმომადგენლებისათვის განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. „ვულოცავ აჭარას და უმაღლესი საბჭოს წევრებს დღევანდელ დღეს. ძალიან დაბალანსებული ხალხია. ვაკვირდებოდი სხდომას და პარლამენტის სხდომისგან განსხვავებით (უმცირესობასთან ჩანაწერს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მათ სახეებს), როგორი დაბალანსებული, გულწრფელი ხალხია. სასურველია, რომ ეს ბალანსი მთელ საქართველოში იყოს. აქ ვნახე განსხვავებული მუხტი და დავინახე განსხვავებული უმცირესობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურად არჩილ ხაბაძე დაასახელა, რომელიც „ქართუ ბანკის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია.
უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის ახალ შემადგენლობას, სავარაუდოდ, სამშაბათს დაამტკიცებს.