სამართალი
სუბარის განმარტებით, იგი კაბინეტში არც ივანიშვილის სურათს დაკიდებს და ამგვარი ქმედებები, ზოგადად, უმართებულოდ მიაჩნია. პრეზიდენტის სურათის ჩამოხსნის მოტივაცია კი მან ასე განმარტა: „ამ ადამიანმა შექმნა ის მახინჯი სისტემა, რომელთან ბრძოლაც დღეს გვიწევს. სააკაშვილმა საქართველო ერთ დიდ საპატიმროდ გადააქცია, სადაც ყველას უსმენდნენ და აკონტროლებდნენ, სადაც თავისუფლად სუნთქვა იყო შეუძლებელი“.
ახალი მინისტრის შეფასებით, ციხე ამ დიდ საპატიმროს ერთი ნაწილი იყო და ეს მახინჯი სისტემა ადამიანების ტვინიდან უნდა ამოიშანთოს.
ახლა სუბარი თავისუფლად სუნთქავს... მისივე თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხალხმა ამოისუნთქა და თავისუფლად ცხოვრება დაიწყო.