აქტუალური
„ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ!“

1-vragi-aktual2ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ!  - განაცხადა ქართველი ხალხის მიერ ნოკაუტირებულმა, საქართველოს ვერშემდგარმა ტირანმა სააკაშვილმა, ახალი პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე. მიჩნდება სურვილი, საპასუხოდ მივაძახო: „არა, სააკოვ, ჩვენ მტრები ვართ! უფრო ზუსტად - შენ ხარ მტერი, და შენ საბოლოოდ დაგმარხავენ ისტორიის სანაგვეზე!“

სააკაშვილი ერთის მხრივ ცდილობს, დააშოშმინოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, მეორეს მხრივ - აგრძელებს ანტირუსული თემატიკის მუსირებას, რომელიც ახალ მთავრობაზე მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძვლად უნდა იქცეს. შთაგონების მეშვეობით ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ მტერი არა ანტიქართველი სააკოვია, უაზრო ომის გამჩაღებელი, არამედ რუსეთი, როგორც „ოკუპანტი“. ეს მისი გამოსვლის მთავარი „მესიჯია“, ხოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ „დღევანდელი ოპოზიცია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს“, განხილულ უნდა იქნას სწორედ ნახსენებ „მესიჯთან“ ურთიერთკავშირში: თუკი ივანიშვილი შეეცდება, დაუახლოვდეს რუსეთს, რის გარეშეც შეუძლებელია ქართული ეკონომიკის განვითარება, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და ქვეყნის ერთიანობის საკითხების მოგვარება, სააკაშვილი და მისი დამქაშები ატეხენ ისტერიას, თავიანთი დასავლელი მფარველების იმედით.

საქმე ივანიშვილზეა. თუკი იგი „ნაციონალების“ ამ რიტორიკით თავს არ დაიკომპლექსებს, იგი ბრძენი მმართველი იქნება - განსხვავებით ედუარდ შევარდნაძისაგან, რომელიც თვით თავისი მმართველობის ზენიტში, ანგარიშს უწევდა მარგინალ ანტირუს ოპოზიციონრებს, რითაც უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს ინტერესებს.

გულბაათ რცხილაძე