პოლიტიკა
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ის დღესვე გაიცნობს ახალ კოლექტივს, რომლის უმრავლესობა უწყებაში მუშაობას გააგრძელებს. დღესვე ეწვევა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (88 ხმა) ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას. საპარლამენტო უმცირესობამ კი ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა. გუშინვე გაიმართა ახალი მთავრობის პირველი სხდომაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.