სამართალი
sms, რომელიც შაშკინმა მერაბიშვილს გამოუგზავნა

1-SASK-samartali-1თბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩემი ნომერია 599 9999.. , ვანო მერაბიშვილის – 577 9999.. . შაშკინმა უცხოეთიდან მესიჯი შეცდომით ჩემს ნომერზე გამოაგზავნა“, – წერს „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე ელისო კილაძე.

შაშკინის მესიჯის სრული ტექსტი კი ასე გამოიყურება:

„ჩემთვის იყო დიდი პატივი შენთან ერთად მუშაობა, იყო რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დავტოვე ქვეყანა. ერთ-ერთი იყო ისიც, რომ ახალი ოქრუაშვილი არ გავხდებოდი და „მეოცნებეების“ მოთხოვნით არ დავიწყებდი ჩემს კოლეგებზე და პრეზიდენტზე ცრუ ჩვენებების მიწოდებას. დანარჩენს ოდესმე პირადად მოგიყვები. მე ყოველთვის დავრჩები ერთგული ჩემი პრეზიდენტის, ჩემი კოლეგების და ჩემი მეგობრების. დანარჩენს რაც შეეხება, მაპატიე, „ესლი ჩტო ნე ტაკ“.

დიმა“.

ტექსტი „ალიამ“ გამოაქვეყნა.