სამართალი
ვანო მერაბიშვილის ინტერნეტდივერსანტები

Copy-of-lwww.myspace.com ქართული სპეცსამსახურები დიდი ხანია, მოხერხებულად იყენებენ ინტერნეტის შესაძლებლობებს საკუთარი მიზნებისათვის. ძალების მოსინჯვა იყო 90-იან წლებში საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი „აფხაზეთის“ შექმნა („დარბაზის“ პროექტი), რომელიც 1992-1993 წლების შემდეგ აფხაზეთიდან წასული ქართველებისგან შედგებოდა. მათი მოღვაწეობა მიმართული იყო საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისაკენ, რომ აუცილებელია აფხაზეთის საქართველოს საზღვრებში შენარჩუნება. ჯგუფის ლიდერი ქართველი დათო ჯაფარიძე იყო.

„დარბაზი არ ერიდებოდა საინფორმაციო პროვოკაციებს ისტორიული ჭეშმარიტებების დამახინჯებითა და არარსებული ფაქტების გამოგონებით. მაგრამ 2007 წელს „ინიციატივა“ ამოიწურა და ახლა ჯგუფის საიტიც კი მიუწვდომელია.

ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ „დარბაზის“ შემცვლელად ჩამოყალიბდა 50 გამოცდილი ბლოგერის გუნდი. მათ მოღვაწეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად ამ უწყების მეთაური ვანო მარაბიშვილი კურირებს.

ჯგუფის კოორდინატორია თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის მასწავლებელი გიორგი ჯახაია ნიკით „სოხუმი“ (cyxymu.livejournal.com). ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრია ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელიც, გარდა ამისა, ქართულ პროპაგანდისტულ ტელეარხ „პირველ კავკასიურზეც“ მუშაობს.

ვინაიდან ჯგუფის წევრთა უმეტესობა საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, მისი დაფინანსება ხორციელდება ელექტრონული ფულის ბრუნვის სისტემა „WebMoney“-ს მეშვეობით. მოღვაწეობის კოორდინაციისათვის ჯგუფი „სოხუმი“ პერიოდულად ატარებს არა მხოლოდ დახურულ ინსტრუქტაჟებს, არამედ ღია შეხვედრებსაც, რომლებიც ბოლო დროს თბილისში, სასტუმრო „Villa Vera“-ში ტარდება. ამ შეხვედრებისას, როგორც წესი, განიხილება უახლოესი მომავლის პროპაგანდისტული თეზისები და არგუმენტები.

ყველაზე კარგად ჯგუფის მუშაობაზე დაკვირვება შესაძლებელი იყო 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიისას. მაშინ ინტერნეტი გაივსო „რუსეთის არმიის მხეცობების დოკუმენტური მტკიცებულებებით“.

ბლოგერების იმ ჯგუფის ეფექტურობის მაჩვენებელად, რომლის მუშაობაც, ძირითადად, ორიენტირებულია რუსეთის პოლიტიკოსების დისკრედიტირებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს მისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა და 2009 წლის 6 აგვისტოს, უბრალოდ, გატეხეს „ტვიტერში“, „ფეისბუქსა“ და „ჟივოი ჟურნალში“ „სოხუმის“ ექაუნთები.

ჯგუფის აქტივიზაცია საქართველოსთვის მომგებიანად დაემთხვა პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაწყებულ არეულობებს. „ცხინვალის რეგიონის“ (როგორც საქართველოში უწოდებენ სამხრეთ ოსეთს) პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება სააკაშვილისათვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. თბილისმა დიდი ძალისხმევა დახარჯა ხალხის მღელვარების გასაჩაღებლად, რათა ოსეთი რუსეთთან წაეჩხუბებინა, მათ შორის, სოციალურ ქსელებშიც. ამგვარი „სამუშაოების“ ერთ-ერთი მიზანი რესპუბლიკაში სიტუაციის იმ დონემდე დაძაბვა იყო, რომ შექმნილიყო უცხოური სამხედრო ჩარევის წინაპირობა, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენით დასრულდებოდა.

თავინთი მოქმედების მოდელად ქართველმა „ინტერნეტდივერსანტებმა“ არაბეთის ქვეყნების გაზაფხულის რევოლუციები აიღეს. მაგალითად, „სოხუმმა“ „ტვიტერში“ შექმნა თემა სახელწოდებით „თოვლის რევოლუცია“ (хэш-тег #снежнаяреволюция), რომელშიც ვრცელდება წინასწარ მომზადებული ინფორმაცია და პროვოკაციული მოწოდებები.

გარემოებათა უცნაური დამთხვევით, ჯგუფ „სოხუმის“ თეზისებს ელვისებურად აიტაცებენ ხოლმე „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ინტერნეტექაუნტები, რომლებიც მათ ინგლისურენოვან ქსელებში ტირაჟირებას ახორციელებენ.

http://www.myspace.com/576763901/blog/545014377