საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
თბილისი, 22 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა
ირაკლი ეზუგბაიამ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. მისი განცხადება დაკმაყოფილებულია.
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ ტრანსფორმაცია განიცადა და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. კომპანია დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხსა და ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო“, – ამბობს ირაკლი ეზუგბაია წერილობით გავრცელებულ განცხადება ში და მოუწოდებს ყველა თანამშრომელს, ახალი დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, რათა ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას.