საზოგადოება
პარლამენტის კომიტეტების შემადგენლობა და თავმჯდომარეები

1-sazogadoeba-3თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

დეპუტატებმა პარლამენტში კომიტეტების შემადგენლობების განსაზღვრისა და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების შესახებ დადგენილების პროექტი  122 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. დამტკიცდა კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებიც.

დადგენილების პროექტის თანახმად,

აგრარულ საკითხთა კომიტეტში 14 წევრი იქნება (თავმჯდომარე – გიგლა აგულაშვილი);

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ეკა ბესელია);

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ივანე კიღურაძე);

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში – 12 (თავმჯდომარე – ზურაბ ზვიადაური);

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ზურაბ ტყემალაძე);

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში – 12 (თავმჯდომარე – გუბაზ სანიკიძე);

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში – 12 (თავმჯდომარე – ვიქტორ დოლიძე);

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი);

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ვახტანგ ხმალაძე);

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ერეკლე ტრიპოლსკი);

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში – 12 (თავმჯდომარე – თედო ჯაფარიძე);

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში – 12 (თავმჯდომარე – ირინა იმერლიშვილი);

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში – 12 (თავმჯდომარე – დავით ონოფრიშვილი);

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – ლერი ხაბელოვი);

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში – 14 (თავმჯდომარე – დიმიტრი ხუნდაძე).

პროპორციები ფრაქციების მიხედვით ასე გადანაწილდა: 14-წევრიან კომიტეტებში  ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“  – 6 წევრი,  „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატებიდან“ – 1 წევრი,  „ქართული ოცნება – რესპუბლიკელებიდან“ – 1 წევრი,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – 4 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარებიდან“ – 1 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონებიდან“ – 1 წევრი.

12- წევრიან კომიტეტებში კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება: ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ – 5 წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატებიდან“ – 1 წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელებიდან“ – 1 წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – 3 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარებიდან“ – 1 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონებიდან“ – 1 წევრი.