პოლიტიკა
თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისარ შტეფან ფულესა და ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიზნესცენტრში გამართულმა შეხვედრამ მეგობრულ გარემოში ჩაიარა. საუბარი, ძირითადად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს შეეხებოდა.
„ეს იყო ჩვენი მეორე შეხვედრა. მოხიბლული ვიყავი ჩვენი პირველი შეხვედრით. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მივიღეთ ბევრი რჩევა და მიპატიჟება; მე დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.