აქტუალური
სააკაშვილის თვითმფრინავს საგანგებო ვითარება შეექმნა

saakasvili-buqarestiთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომელიც ბუქარესტიდან გამოფრინდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკანვე დაბრუნდა.

რუმინული ტელეარხი „რეალიტატიას“ ცნობით, „ბოინგის“ პილოტებმა ფრენის შეწყვეტა ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაწყვიტეს და ოტოპენის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავის აფრენიდან 20 წუთში ექსტრენული დაშვება მოითხოვეს.

„იტარ-ტასის“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილი იმ სასტუმროში დაბრუნდა, სადაც რუმინეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობის დროს დაბინავდა.

ტელეარხ "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდა.