საზოგადოება
შეთანხმება ენგურჰესის შესახებ გადაიხედება

1-kalaZe-sazooo3თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მხრიდან რუსულ კომპანია „ინტერ რაო ეეს“-თან შეთანხმებას ენგურჰესის მართვის შესახებ გადახედავენ. ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ გააკეთა.

„ენგურჰესთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა. როგორც ცნობილია, ტურბინები აფხაზების კონტროლქვეშაა. ამის გამო მათ გარეშე ვერც ჩვენ ვიმოქმედებთ და ვერც ისინი – ჩვენ გარეშე“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესი 1970-იან წლებში აშენდა და კავკასიაში უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენს – მისი ჯებირის სიმაღლე 272 მ-ს შეადგენს. ენგურჰესის ჯებირი – საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო სამართავი ფარი აფხაზეთის მხარის მიერ კონტროლირებად გალის რაიონში მდებარეობს.

ელექტროსადგურის სიმძლავრე 13000 მვტ-ია, ყოველწლიურად სადგური 4.3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საქართველოს გენერაციის დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მესამედამდე აფხაზეთის ტერიტორიის ელექტრომომარაგებაზე იხარჯება, საქართველოს ხელისუფლებისთვის რაიმე ხარჯების ანაზღაურების გარეშე.

2008 წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და „ინტერ რაო ეეს“-ის მიერ ხელმოწერილმა „მემორანდუმმა ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის საკითხებში ურთიერთშეთანხმების შესახებ“ ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციამ იგი რუსეთის მხარესთან „საიდუმლო გარიგებასა“ და ქართული ინტერესების „გაყიდვაში“ დაადანაშაულა. ამასთან, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე მხარეებს რიგი მიზეზების გამო შეთანხმება არ დაუდიათ.

„რაო ეეს“ საქართველოში რამდენიმე ობიექტს, მათ შორის, „კომპანია „თელასს“ ფლობს.