თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე მიმართავს „ყველას, ვინც ბოლო დღეების მანძილზე „ფეისბუქშიც“ და „ფეისბუქის“ გარეთაც გულმოდგინედ აფურთხებს“.
„პირველი – რაც შეეხება ბედუკაძეს. რომ არ ყოფილიყო „ობიექტივი“, ბედუკაძე დღესაც ციხეში იმუშავებდა და წამების კადრების გადაღებით იქნებოდა დაკავებული. რომ არ გენახათ ეს კადრები, დღესაც საკუთარ სამზარეულოებში ისხდებოდით კურდღლებივით. ამ და სხვა დეტალებზე ზეგ ვისაუბრებ, საგანგებო ბრიფინგზე.
დაბოლოს, დამშვიდდით მურიანებო, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა არც მესიზმრებოდა და არც ახლა მესიზმრება. გეუბნებით: არანაირი სურვილი არა მაქვს, რომ დავბრუნდე პირველ არხზე, სადაც 15 წელი ვმუშაობდი. საკუთარ შესაძლებლობებს არ ვაკნინებ, ტელეჟურნალისტიკა ჩემი პროფესიაა და ეს საქმე კარგად ვიცი, მაგრამ გიმეორებთ – მხოლოდ ჩემი მეგობრები და უცნობი ადამიანები აქტიურობდნენ, მათი აქტიურობა გულწრფელი სურვილებით იყო ნაკარნახევი... გაინტერესებდათ ჩემი აზრი? გაიგეთ და დამშვიდდით: არ მინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა. არ მინდააააააააააააა... საერთოდ არ მაქვს ამ არხზე დაბრუნების მიზანი. გრცხვენოდეთ ყველას, შინაურებსაც და გარეულებსაც, რომლებმაც ფურთხით ამავსეთ ბოლო ორი დღეა... თუმცა, საქართველოში, სადაც ყველა მართალ მამულიშვილს წირავდით, რა არის გასაკვირი... თქვენ, მურიანებო, იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც დაიძინებთ მშვიდად...“, – ნათქვამია მიმართვაში.
რაც შეეხება პატიმართა წამების კადრების მოპოვებისა და გასაჯაროების საკითხს, დღეს, 18 ოქტომბერს,14.00 საათზე, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი მედიაკავშირის ოფისში (ძმები კაკაბაძეების ქუჩა 2, კინოს სახლი, მეორე სართული)
საგანგებო ბრიფინგს მართავს.
პრესკონფერენციაზე მედიისთვის ცნობილი გახდება აქამდე გაუჟღერებელი ფაქტები, ხოლო საზოგადოება შეიტყობს იმ პირთა ვინაობას, რომელთა მონაწილეობა ამ საქმეში დღემდე უცნობი იყო.