სამართალი
მიქაია სამეგრელოში არსებულ ბანდფორმირებებზე საუბრობს

1-miqaia-samartaaa2თბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელი ზუგდიდში კახა მიქაია თავდაცვის სამინისტროს პროექტი  „დაიცავი შენი სახლის“ გაგრძელების აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს და „ინფო 9“-ს ექსკლუზიურად აწვდის ინფორმაციას სამეგრელოში ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას ყოფნის შესახებ.

მისი თქმით, ახალაია და ქარდავა ე. წ. ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ ჩამოყალიბებული არაფორმალური ბანდფორმირებების შტაბებს კოორდინაციას უწევენ.  როგორც მიქაია განმარტავს, არსებულ რამდენიმე შტაბის მუშაობაში „ჩართული არიან ყოფილი მხედრიონელები, „ტყის ძმები“, სამწუხაროდ, ყოფილი ზვიადისტები, და ისინი ელოდებიან, ჩემის აზრით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებას“.

მიქაია დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში განლაგებულ შტაბებზე დაყრდნობით ახალაია და მისი ჯგუფი სამეგრელოში აუცილებლად მოაწყობენ საბოტაჟს.

კახა მიქაია მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ მას სანდო წყარო ჰყავს, თუმცა ამ შტაბების არსებობის შესახებ სამეგრელოში ყველამ იცის, მაგრამ დღევანდელ დღესაც კი ვერ ბედავენ ხმის ამოღებას.