სამართალი
ციხეებში მონიტორინგის შემსრულებლები ხვალიდან შევლენ

1-monitoringi-samarTaaa3თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის შემსრულებელთა სია დაამტკიცა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგს  მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები განახორციელებენ. მათ 2013 წლის 31 იანვრამდე შეუძლიათ სამუშაო და არასამუშაო საათებში შევიდნენ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გაეცნონ არსებულ მდგომარეობას და შეხვდნენ პატიმრებს.

მონიტორინგში ჩართვის მსურველებმა განაცხადები გასულ კვირას წარადგინეს სამინისტროში, გიორგი ტუღუშმა კი მათგან 51 განაცხადი დააკმაყოფილა.

მონიტორინგის შემსრულებლებს ციხეებში შესვლა ხვალიდან, 17 ოქტომბრიდან, შეეძლებათ. „დღეს მოვაწერე ბრძანებას ხელი, რითაც 51 პირს მიეცა საშუალება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, არასამუშაო საათებშიც კი, დაუბრკოლებლად შევიდეს დაწესებულებაში პირადობის მოწმობის წარდგენის მეშვეობით და განახორციელოს დაწესებულებებში მონიტორინგი. შევეცადეთ, ამ 51-კაციან ჯგუფში წარმოდგენილი ყოფილიყო საზოგადოების ყველა ჯგუფი, ყველა სეგმენტი“, – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.