სამართალი
თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებულებს ნიშნავს საქართველოს რეგიონებში. რწმუნებული კახეთის რეგიონში იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმერეთში – ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ზაზა გოროზია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – გიორგი ჭელიძე.