თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს მინისტრობის დარჩენილ კანდიდატებს ასახელებს.
რაც შეეხება დასაქმების სამინისტროს, „ქართულ ოცნებაში“ დასაქმების მინისტრის საკითხს არ განიხილავენ, სავარაუდოდ, ეს სამინისტრო გაუქმდება. ამ წუთებში კოალიციის ოფისში ახალი კანდიდატურების წარდგენა მიმდინარეობს.
გთავაზობთ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას:პრემიერ-მინისტრი – ბიძინა ივანიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია (ვიცე-პრემიერი);
შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;
ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
დევნილთა და განსახლების მინისტრი – დავით დარახველიძე;
ეკონომიკის მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;
რეგიონული განვითარების მინისტრი – დავით ნარმანია;
ენერგეტიკის მინისტრი – კახი კალაძე (ვიცე-პრემიერი);
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი მარგველაშვილი;
ჯანდაცვის მინისტრი – დავით სერგიენკო;
გარემოს დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;
სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;
სახელმწიფო მინისტრები:
პაატა ზაქარეიშვილი;
ალექსი პეტრიაშვილი.
თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას აღნიშნა, რომ ზოგიერთი სამინისტრო რეფორმირების და მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის, კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფრასტრუქტურა ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდება; ენერგეტიკის სამინისტროს ჩამოშორდება ბუნებრივი რესურსები (რეგიონული განვითარების სამსახური ცალკე შეიქმნება და ის პრემიერ-მინისტრის პირადაპირ დაქვემდებარებაში მოექცევა, რეფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ კი დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე იქნება).
ამასთან, შეიქმნება განათლებისა და მეცნიერების განვითარების კომისია გია დვალის ხელმძღვანელობით, რომლის წევრები – ნინო გოგუაძე, დავით ზურაბიშვილი – თავად ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა, ხოლო დანარჩენი წევრების დასახელება გია დვალის პრეროგატივა იქნება.