აქტუალური
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მოთხოვნები

1-marSrutka-aqtuu1თბილისი, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ტარიფების შემცირებასა და შეღავათიან მომსახურებაზე საუბრობენ.

მძღოლები აღნიშნავენ, რომ მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი მგზავრისთვის ძალიან ძვირია. მძღოლ მერაბ აფხაძის თქმით, ხალხი გაჭირვებულია, ხელმძღვანელობა კი არც მგზავრის და არც მძღოლის ინტერესებს არ ითვალისწინებს: „თვითონ ჩემს მარშრუტკაში რომელიმე დამჯდარა? უმგზავრია?.. შეხედოს, ყოველ ბრუნზე როგორ უჭირს ადამიანს... იმ 80 თეთრიდან 50-60 თეთრი ჯიბეში ჩაიდეს, 20 თეთრი დატოვეს მძღოლისთვის და მანქანის შესაკეთებლად“. მისი თქმით, მძღოლს უნდა მოუხსნან ინდმეწარმეობა, გეგმაც გადასახედია.

„საქართველოს მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური მოთხოვნებს აყენებს: „იყოს დაბალი ფასები, მძღოლმა შეძლოს სხვა სერვისცენტრში შესვლა, სადაც იაფ ფასებში შეაკეთებს თავის მანქანას“. მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და მუშაობა დაიწყონ ახალი ფურცლიდან.

როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 20 ოქტომბერს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.